თორნიკე შენგელია ესპანეთის ლიგის სიმბოლურ ხუთეულში დაასახელეს

AutoSharing Option
ესპანეთის საკალათბურთო ლიგის 18-მა სპორტულმა დირექტორმა მომავალი სეზონის, რომელიც დღეს იღებს სტარტს "ბარსელონა"-"ბასკონიას" მატჩით, ნომინანტები დაასახელა.

მათი აზრით, სეზონის MVP სერხიო ლული გახდება (მიუხედავად მძიმე ტრავმისა), ხოლო საუკეთესო ხუთეული ასეთი იქნება: დონჩიჩი, ნედოვიჩი, ჰანგა, შენგელია, დუბლიევიჩი (ან აიონი).

თორნიკე შენგელიამ მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ხმების 38% მიიღო. შეგახსენებთ, რომ თორნიკე დღეს ვერ დაეხმარება "ბასკონიას", ის კიდევ გარკვეულ დროს გამოტოვებს ბოლო ამხანაგურ თამაშში მიღებული ტრავმის გამო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული