დაე, იმუშაოს... ზაზა ფაჩულია ისევ "გოლდენ სტეიტის" სასტარტო ცენტრი იქნება

AutoSharing Option
Hickoryrecord.com-ის ინფორმაციით, ახალ საკალათბურთო სეზონში NBA-ს ჩემპიონი "გოლდენ სტეიტ უორიორსის" თავკაცი სტივ კერი ცენტრის პოზიციაზე ისევ როტაციის პრინციპს გამოიყენებს, ხოლო სასტარტო ცენტრი ისევ ზაზა ფაჩულია იქნება.

ახალ სეზონში ქართველთან ერთად როტაციაში ჯაველ მაკგი და დევიდ ვესტიც მიიღებენ მონაწილეობას.

ამის შესახებ საიტთან მოკლე კომენტარი თავად ჩვენებურმა გააკეთა: "როცა რაღაც გამართულად მუშაობს, დაე, იმუშაოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მე არ მომწონს ზაზას თამაში, მაგრამ NBA-ში არაპროფესიონალები არ არსებობენ. თავის სამუშაოს ასრულებს როგორც ჩანს, სხვანაირად მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ადგილი არ ექნებოდა, მითუმეტეს სასტარტოში.
....
19:19 12-10-2017
5
ზოგიერთ ცალტვინას,რომ კითხოთ ნაკრებში არ გვჭირდება.
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული