კალათბურთი

ლეგიონერები

ზაზა ფაჩულია NBA-ს 30 საუკეთესო ცენტრში მოხვდა

AutoSharing Option
პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემა "sir charle sin charge"-მა NBA-ში 30 საუკეთესო ცენტრი დაასახელა და მათ შორის ზაზა ფაჩულიაცაა.

ფაჩულია 30-ე ადგილზეა და გამოცემა მას ასე აფასებს:

"წინა სეზონში ფაჩულიამ თავისი მოვალეობები კარგად შეასრულა და "გოლდენ სტეიტში" მას კიდევ ერთი წელი ვიხილავთ.

ფაჩულია შეიძლება არ არის იდეალური ცენტრი, მაგრამ მას შეუძლია ბლოკები კარგად დააყენოს და დაცვაში შავი სამუშაო შეასრულოს. ასევე აქვს სტაბილური სტატისტიკა.

და რატომ არის 30-ე? მას აკლია აფეთქებები და სიჩქარე, რაც დიდი ადამიანებისთვის დღევანდელ ეპოქაში საჭიროა."

საიტის მიხედვით, მე-3 ადგილზე
დეანდრე ჯორდანია ("კლიპერსი"), მე-2 ადგილზე მარკ გასოლია ("მემფისი"), პირველ ადგილზე რუდი გობერტია ("იუტა ჯაზი").
ასევე დაგაინტერესებთ