მეოთხე ტურში "მეგა ლეკსი" სლოვენიის ოლიმპიასთან შინ დამარცხდა - 77:86, მაგრამ თავად ქართველი შეუდარებელი იყო - 12 ქულა, 14 მოხსნა, 3 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
14 მოხსნა ლიგაში ტურის საუკეთესო შედეგი იყო და ბითაძეც ტურის საუკეთესო მეფარედ დაასახელეს.
მეორე-მესამე ადგილზე 10-10 მოხსნით მორგან ჯორდანი და ნიკოლს დემეტრისი გავიდნენ. გოგა ადრიატიკის
ბითაძის გუნდი მორიგ თამაშს ადრიატიკის ლიგაში 21 ოქტომბერს გამართავს, "ბუდუჩნოსტს" ეწვევა. ბითაძის "მეგა ლეკსი" 2-2 მოგება-წაგებით ადრიატიკის ლიგაში მე-5 პოზიციაზეა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"