ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "კლიპერსი" სტუმრად გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 ოქტომბერს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" ესტუმრა და ანგარიშით 113:141 გაანადგურა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე საერთო ჯამში 12:59 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 6 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა, ბურთი კი სამჯერ დაკარგა. ფაჩულიამ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.

"უორიორსს" სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც შეხვედრაში ყველაზე მეტი, 31 ქულა ჩააგდო, რასაც 6 პასი და 5 მოხსნა მიამატა. კევინ დურანტმა 19 ქულა ჩააგდო, ხოლო კლეი ტომპსონმა - 15. დრეიმონდ გრინმა კი 16 ქულა მოიპოვა,
რასაც 6 პასი და 9 მოხსნა მიამატა.

ერთადერთი ორმაგი დუბლი დეანდრე ჯორდანის ანგარიშზეა, რომელმაც 10 ქულა და 11 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

ამ მოგებით "გოლდენ სტეიტმა" დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. ოკლენდელებს 5 მოგება და 3 წაგება აქვთ.

ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 3 ნოემბერს, ჩვენი დროით 04:00 საათზე "სან ანტონიო სპურსთან" გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

პორტლენდი-ტორონტო 85:99
იუტა-დალასი 104:89
ჰიუსტონი-ფილადელფია 107:115
მემფისი-შარლოტი 99:104
ნიუ ორლეანი-ორლანდო 99:115
ბოსტონი-სან ანტონიო 108:94
მაიამი-მინესოტა 122:125
ნიუ იორკი-დენვერი 116:110
მკითხველის კომენტარები / 7 /
გუგა, ძამიკო, უგუნურს რომ მიწოდებ, ნუთუ მართლა მოგეწონა ზაზას თამაში ევრობასკეტზე???

ნუთუ შენში აღტაცებას იწვევდა დაბნეული გიგანტი, რომელიც თითქმის ყოველთვის 6 წლის ბავშვივით კარგავდა ბურთს???

და ეგებ ისიც ამიხსნა,მის გარეშე ნაკრებმა (ჩემპიონატამდე) ყველა მეტოქეს რატომ აჯობა???
ILIA
31 ოქტომბერი 2017 17:18
2
გასაგებია, ევრობასკეტზე ზაზას თამაში არ იყო მთლად სახარბიელო, მაგრამ კაცმა მომქანცველი სეზონის შემდეგ ითამაშა, თან ფაქტიურად ტრამვა მოუშუშებელმა. მართლაცდა "ლამაზი თვალების გამო" ენბიეიში ცხვირსაც კი არ შეგაყოფინებენ, არათუ გათამაშებენ. მასე იძახდა ბევრი ვითომ ქომაგი კახა კალაძეზე, მაგრამ ფაქტები თავად მეტყველებს ყველაფერზე.
ზვიადი
02 ნოემბერი 2017 16:28
0
ზაზა ნბა - 30 საუკეთესო ცენტრშია(ნბა ში ყველაზე ცოტა 60 ცენტრია), მსოფლიო საუკეთესო გუნდის სასტარტო 5 ეულში თამაშობს (თუნდაც არ ითვლებოდეს სასტარტოდ იმიტომ რომ სამი ცენტრის როტაციაა მაგრამ მაინც ყველაზე მეტი სათამაშო დრო აქვს მათ შორისაც), მსოფლიო ჩემპიონია, რავი კიდევ რა დაგისახელოთ და დაახლოებით იმას ამბობ რომ არ ვარგაო... კარგი რა ილო...!

ზაზას არა აქვს კარგი საშუალო, პერიმეტრზე არც მაქვს საუბარი, არ არის მაღალი ცენტრი თუმცა მისი აღნაგობის წყალობით ახერხებს საკმაოდ ძლიერი ცენტრების განეიტრალებას ამის მარტივი დადასტურებაა გუშინდელი თამაში, როცა ჯორდანმა მხოლოდ 11 მოხსნა დააგროვა მაშინ როდესაც მისი საშუალო მაჩვენებელი 17 ია, აქვს კარგი პასი, კარგი სქრინები რისი დამსახურებაც არის დიდი ოთხეულის წარმატებული სროლების ესეთი მაღალო მაჩვენებელი ხშირ შემთხვევაში... მოკლედ გუმდში ამ
ეტაპზე ძალიან დიდი როლი აკისრია და წარმატებითაც ართმევს თავს თორემ მისი ლამაზი თვალების გამო დამიჯერე სტივ კერი არ აიყვანდა არათა 5 ეულში არამედ საერთოდ გუნდში!!!
Lasha
01 ნოემბერი 2017 02:58
3
ათამაშებენ დაახლოებით იმისთვის, რის გამოც თავის დროზე იტალიის ნაკრებში ათამაშებდნენ ჯენტილეს.
ზაზა საქართველოს პატრიოტია, მაგრამ მაგარი კალათბურთელი ნამდვილად არ არის.
ეს ევრობასკეტზეც კარგად გამოჩნდა.
ILIA
31 ოქტომბერი 2017 14:35
3
ზაზა რომ ძალიან მაგარი კალათბურთელია ეს მთელი თავისი კარიერით დაამტკიცა. ასეთი კალათბურთელის დაუფასებლობა დიდი უგუნერებაა. ჰაკიმ ოლაჯუვონი ნამდვილად არ არის, მაგრამ ფაქტია რომ ზაზა ძალიან დიდი კალათბურთელია.
გუგა
31 ოქტომბერი 2017 16:23
4
როტაციას აკეთებს თამაშის დროს სამი სხვადასხვა ცენტრი გამოყავს და გუნდი სხვადასხვანაირი ტაქტიკით თამაშობს რაც მოწინააღმდეგეს ურევს თავგზას ჭკვიანი მწვრთნელი ყავს გოლდენს.
კახა
31 ოქტომბერი 2017 12:16
0
Aმ ბიცის სტატისტიკა მაოცებს ეს როგორ ატამასჰებენ გოლდე სტეიტისი მიკვირს რა გამაგებინედ სურნალისტებო დაწერტ რამე რატო ტამასჰობს გოლდე სტეიტსჰი
giga
31 ოქტომბერი 2017 12:09
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული