ზედიზედ 14! - ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ბოსტონი" ვერ შეაჩერეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 ნოემბერს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "ბოსტონ სელტიქსს" ესტუმრა და ანგარიშით 88:92 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ოკლენდელებმა ბრწყინვალე ფორმაში მყოფი "სელტიქსი" ვერ გააჩერეს, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში ზედიზედ მე-14 (!) გამარჯვება მოიპოვა.

არადა, "ბოსტონს" სეზონის დასაწყისშივე გამოაკლდა ერთ-ერთი ლიდერი გორდონ ჰეივორდი.

"უორიორსის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 17 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ზაზამ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 24 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო. სამწუხაროდ, მას თანაგუნდელებმა
მხარი ვერ აუბეს. სტეფ კარიმ 9 ქულა ჩააგდო, კლეი ტომპსონმა - 13, ხოლო დრეიმონდ გრინმა - 11.

"ბოსტონიდან" ჯეილი ბრაუნმა 22 ქულა მიითვალა, ელ ჰორფორდმა - 18 ქულა და 11 მოხსნა, ხოლო კაირი ირვინგმა 16 ქულა ჩააგდო.

ამ მარცხის შემდეგ "გოლდენ სტეიტს" 11 მოგება და 4 წაგება დაუგროვდა, ხოლო ამ დილით "ჰიუსტონმა" "ფინიქსი" 142:116 გაანადგურა და დასავლეთ კონფერენციის პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

"სელტიქსმა" ოკლენდელების 7-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 19 ნოემბერს, სტუმრად "ფილადელფიასთან", ჩვენი დროით 04:30 საათზე გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
აშკარად მერე დაერხათ, რაც ზაზამ აღარ ითამაშა.
irakli
14:13 17-11-2017
1
ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, დურანტს სანანებელი გაუხდება თეთრ სახლში რომ არ მივიდა, იმიტომ, რომ წელს ეგენი ჩემპიონები ვეღარ გახდებიან(ზაზასთან ბოდიში).
Michael Jordan
14:02 17-11-2017
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული