02:56 20-11-2017
საქართველოს ნაკრებში წამოსვლამდე მაიკლ დიქსონმა დიდებულად ითამაშა [VIDEO]
AutoSharing Option
საბედნიეროდ, ორი მატჩის გამოტოვების შემდეგ, მაიკლი ჩვეულად ათამაშდა - საფრანგეთის ჩემპიონატზე ერთ-ერთ ლიდერთან "მონაკოსთან" 14 ქულა ჩააგდო, ჩემპიონთა ლიგაზე პოლონეთში "როსა რადომთან" 13 და თავისი გუნდის გამარჯვებებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
19 ნოემბერს კი დიქსონმა საფრანგეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში, სახლში, მე-3 ადგილზე მყოფ ვიიერბანის "ასველთან" მოგებულ შეხვედრაში (82:76) მართლაც ჩინებულად იასპარეზა.
თავად განსაჯეთ: 20:44 წუთში 17 ქულა ჩააგდო (7-დან 6 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო), 4-ჯერ მოხსნა და 6-ჯერ ჩაჭრა ბურთი. ის თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო, ხოლო ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი ქულა ნატურალიზებულმა პოლონელმა აი სტაუგტერმა მოაგროვა (23).
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 24 ნოემბერს გერმანიას ხვდება, ხოლო 27 ნოემბერს სერბეთს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მინიმუმ 20 ქულას ველოდები გერმანისთან და სერბეთთან მატჩში ამისგან
4
0
ნუ თამაშის კლასით ვინცაა გამოძახებული მისი ამპლუის ნაღდად ვერ მიბაძავენ.დდ და მეტი რაში უნდა მიბაძონ.შენგელია და შერმანდინს კიდე არავისგან არ ესწავლება არც პატრიოტიზმი და არც თამაში როარ იქნებოდენ ეგეც ვიცოდით დიდი ხნით ადრე.ჩვენ გაგვიმართლა ევროლიგის გუნდში როარ მოხვდა ესეც თორე ეგეც იქ დარჩებოდა ყველა ვარიანტში.
1
1
მაიკლ შენ ნამდვილი ქართველი ხარ,და მაგალითის მიმცემი ყველა ქართველი კალათბურთელისათვის იქნებ მოგბაძონ.
9
1
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მკითხველის კომენტარი (3)
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული