კალათბურთი

ლეგიონერები

სტეფის 32! - ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "დენვერს" სძლიეს [VIDEO]

AutoSharing Option
9 იანვარს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "დენვერს" უმასპინძლა და ანგარიშით 124:114 დაამარცხა.

ზაზა ფაჩულია, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში და მოედანზე საბოლოო ჯამში 12 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 4 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ზაზამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა.


შეხვედრაში ყველაზე მეტი, 32 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 პასი
დააკლდა. სამაგიეროდ, ორმაგი დუბლი გაიფორმა დრეიმონდ გრინმა, რომელმაც ანგარიშზე 23 ქულა და 10 პასი ჩაიწერა. კლეი ტომპსონმა 19 ქულა მიითვალა. "უორიორსს" ერთ-ერთი ლიდერი კევინ დურანტი ტრავმის გამო არ ჰყავდა.

"დენვერიდან" სამმაგი დუბლით ნიკოლა იკოჩი გამოირჩა, რომელმაც 22 ქულა, 12 მოხსნა და 11 პასი მიითვალა.


"გოლდენ სტეიტს" უკვე 33-ე მოგება დაუგროვდა 41 შეხვედრაში და ამ მაჩვენებლით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 11 დეკემბერს შინ "კლიპერსთან", ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

კლიპერსი-ატლანტა 108:107
საკრამენტო-სან ანტონიო 100:107
ჩიკაგო-ჰიუსტონი 107:116
მინესოტა-კლივლენდი 127:99
ნიუ ორლეანი-დეტროიტი 112:109
ბრუკლინი-ტორონტო 113:114
ინდიანა-მილუოკი 109:96
ასევე დაგაინტერესებთ