ამერიკული პრესა: "გოლდენ სტეიტმა" შესაძლოა ზაზა ფაჩულია გაცვალოს

AutoSharing Option
NBA-ს მიმომხილველის, სემ ამიკოს ინფორმაციით, "გოლდენ სტეიტი" მზადაა, თავისი ორი ცენტრი, ჯაველ მაკგი და ზაზა ფაჩულია გაცვალოს, ამის უფლება კი გუნდს ხუთშაბათამდე ექნება, სანამ გაცვლების პერიოდი დამთავრდება.

ორივე კალათბურთელს "უორიორსთან" კონტრაქტი ეწურება და გაცვლის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს შეიძლება იყოს.

მაკგის სავარაუდო მსურველად წყარო "კლივლენდს" ასახელებს, თუმცა "გოლდენ სტეიტმა" ნაკლებად სავარაუდოა, თავისი ცენტრი კონკურენტს დაუთმოს.

ფაჩულიას მომავალი გუნდი ჟურნალისტს არ უთქვამს. მისი ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ ქართველი გუნდიდან წავა.

"გოლდენ სტეიტს" კი "ნიუ-იორკ ნიქსის" კალათბურთელის, კაილი ო'ქუინის დამატება სურს, ვისაც უფრო
მეტი დაცვითი ფუნქციების შესრულება შეუძლია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყიზილბაში კი არა, მაგი კოკოითა შიბლატროლია, რითი ვერ დაიმახსოვრეთ ეს შიბლაკაცა?
chikago-s ავტორს
15:01 07-02-2018
3
შენ ქართველი არ ხარ, ყიზილბაში ხოარ ხარ ბიჭო
chikago-s
15:02 06-02-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული