"გოლდენ სტეიტი" ახალი აპლიკაციის გამოყენებას აპირებს

AutoSharing Option
ამერიკული საიტის - sfchronicle.com-ის ცნობით, "გოლდენ სტეიტი" აპირებს იაპონური აპლიკაციისა და ბულგარული ჩათბოთის გამოყენებას ფანებთან ურთიერთობისთვის. "რაკუტენ ვაიბერი" ამერიკაში ცნობილი არაა, თუმცა "უორიორსის" ცენტრი ზაზა ფაჩულია ამ აპლიკაციას რეგულარულად იყენებს, რათა საქართველოში მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში იყოს.

"უორიორსს" გულშემატკივრები არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს. "ვაიბერი" ჩემთვის ძალიან მოსახერხებელია. იგი საქართველოში ძალიან პოპულარულია და მისი მეშვეობით ჩემს ქვეყანაში მეგობრებს ვეკონტაქტები. ასევე ვიყენებ ხმოვან შეტყობინებასა და ვიდეოზარს", - ამბობს ზაზა ფაჩულია.

ორშაბათიდან "უორიორსი" ამ აპლიკაციის გამოყენებას დაიწყებს, რათა თავის
ფანებს საქართველოში, რუსეთში, აღმოსავლეთ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში გუნდის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

იგი მოიცავს "სტიკერების" პაკეტს, ფაჩულიას და მისი თანაგუნდელების ციფრულ კარიკატურებს, რომლებიც ემოციის სახით შეგიძლიათ გაგზავნოთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული