ზაზა ფაჩულია სასტარტოში ჩაანაცვლეს - "გოლდენ სტეიტმა" "კლიპერსს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 თებერვალს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ლოს ანჯელეს კლიპერას" უმასპინძლა და ანგარიშით 134:127 დაამარცხა.

ქართველი ცენტრის ადგილი სასტარტოში ჯაველ მაკგიმ დაიკავა, ფაჩულიამ კი მოედანზე სულ 7 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 6 ქულა და 1 პასი მოაგროვა, ხოლო მაკგიმ 13 წუთში ასევე 6 ქულა მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 44 ქულა სტეფ კარიმ მიითვალა, რომელმაც ასევე 10 პასი და 6 მოხსნაც ჩაიწერა აქტივში. კევინ დურანტმა 24 ქულა ჩააგდო, ხოლო კლეი ტომპსონმა - 19.

ამ გამარჯვების შემდეგ "გოლდენ სტეიტს" 45
მოგება დაუგროვდა დასავლეთ კონფერენციაში და "ჰიუსტონ როკეტსს" ჩამორჩება.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 25 თებერვალს, შინ "ოკლაჰომასთან" ჩვენი დროით 05:30 საათზე გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩაანაცვლეს რა მერე ზოგჯერ ჩანაცვლებენ ზოგჯერ დააჯენენ ზოგჯერ დაასვენებენ, ეს ჩვეულებრივი პროცესია .. ისე ზაზასთვის ჩემი აზრით მეორე ბეჭედის რო აიღებს მერე სტეიტში თავის საქმეს დაასრულებს და ჯობია სხვა გუნდში უფრო დიდი სათამაშო დროთი დაბრუნდეს. ეს ჩემი აზრია უბრალოდ.
reali
24 თებერვალი 2018 14:12
0
შენს გაუკუღმართებულ ფსიქიკაზე მე გეკაიფები მუდმივად, თან წერტილებში რატომ დაიმალე, კუკუდამალობანას თამაშობ გამოპარანოიპუტინებულო?
შიბლატროლის
23 თებერვალი 2018 18:03
4
გიცეკვია შენ დღეს სიხარულით შიბლაური. :DDDDD
შიბლატროლის
23 თებერვალი 2018 12:22
10
არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ აშკარად ფსიქიკის პრობლემები გაქ სერიოზული
....
23 თებერვალი 2018 15:18
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული