ეს შეხვედრა საუკეთესოდ ჩაატარა ფაჩულიამ. მან 25:27 წუთში 16 ქულა ჩააგდო (9-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 11-ჯერ მოხსნა და ერთხელ ჩაჭრა ბურთი, 2-ჯერ დაუფარა მეტოქეს და 2 პერსონალური მიიღო. ეს ზაზას ამერიკულ კარიერაში 113-ე ორმაგი დუბლია.
- ზაზა ფაჩულიას 16 ქულა და საუკეთესო მომენტები მინესოტასთან
აღსანიშნავია, რომ სასტარტო კვლავ მაკგი იყო და 15 წუთში მხოლოდ 2 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.
ტრავმის გამო "უორიორს" სტეფ კარი ვერ დაეხმარა. ზაზას თანაგუნდელის კევინ დურანტის ანგარიშზე 39 ქულა და 12 მოხსნაა, ხოლო მინესოტელმა კარლ-ენტონი თაუნსმა 31 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.
- მინესოტა - გოლდენ სტეიტი 109:103
შეგახსენებთ, წინა ტურში "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა 108:125.
"უორიორზი" 15 მარტს "ლეიკერსს" უმასპინძლებს.