ზაზას 113-ე ორმაგი დუბლი კარიერაში - ფაჩულიამ "მინესოტას" 16 ქულა ჩაუგდო! [VIDEO]

AutoSharing Option
11 მარტს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" სტუმრად "მინესოტა ტიმბერვულვზთან" დამარცხდა 103:109.

ეს შეხვედრა საუკეთესოდ ჩაატარა ფაჩულიამ. მან 25:27 წუთში 16 ქულა ჩააგდო (9-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 11-ჯერ მოხსნა და ერთხელ ჩაჭრა ბურთი, 2-ჯერ დაუფარა მეტოქეს და 2 პერსონალური მიიღო. ეს ზაზას ამერიკულ კარიერაში 113-ე ორმაგი დუბლია.

  • ზაზა ფაჩულიას 16 ქულა და საუკეთესო მომენტები მინესოტასთან

აღსანიშნავია, რომ სასტარტო კვლავ მაკგი იყო და 15 წუთში მხოლოდ 2 ქულა და 3 მოხსნა
მოაგროვა.

ტრავმის გამო "უორიორს" სტეფ კარი ვერ დაეხმარა.  ზაზას თანაგუნდელის კევინ დურანტის ანგარიშზე 39 ქულა და 12 მოხსნაა, ხოლო მინესოტელმა კარლ-ენტონი თაუნსმა 31 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

  • მინესოტა - გოლდენ სტეიტი 109:103

შეგახსენებთ, წინა ტურში "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა 108:125.

"უორიორზი" 15 მარტს "ლეიკერსს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეტყობოდა რომ მონდომებით თამაშობდა კერმა ზამენაში რომ დასცა მოინდომა მანამ კი თავში ქონდა ავარდნილი საერთო ჯამში კარგად ითამაშა საღოლ
ტოტტი
07:40 12-03-2018
6
ასეთი თამაშები ბევრი თუ არ იყო აზრი არ აქვს ისევ ზამენაში იქნება. მარა ზამენაში რომ გაუშვა კერიმ იმიტომ მოინდომა წარმატებები კიდევ ბევრი .
Fani
10:25 12-03-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული