კალათბურთი

ლეგიონერები

მაიკლ დიქსონმა "ანტალიასპორს" 30 ქულა ჩაუგდო!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა მაიკლ დიქსონმა თურქეთის პირველ ლიგაში მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.

დიქსონის "ბაჰჩეშეჰირმა" შინაურ კედლებში "ანტალიასპორს" 90:74 სძლია, მაიკლმა კი მოედანზე 35:40 წუთი გაატარა და 30 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 9-დან 6 ორქულიანი და 12-დან 6 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

ცხადია, დიქსონი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, "ბაჰჩეშეჰირმა" კი 16 მოგება და 10 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე დამკვიდრდა. მაიკლის
გუნდს მომდევნო შეხვედრა 14 მარტს, სტუმრად "სელჩუკუ ბელედიესისთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით