ზაზა სასტარტოში დაბრუნდა! - ფაჩულიას ორმაგი დუბლი და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
15 მარტს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" უმასპინძლა და ანგარიშით 117:106 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა და მოედანზე საერთო ჯამში 23:17 წუთი გაატარა. გუნდის თავკაცის ამ გადაწყვეტილებამ ნამდვილად გაამართლა, რადგან ფაჩულიამ შესანიშნავი სტატისტიკა გვაჩვენა.

ზაზამ ორმაგი დუბლი მიითვალა - მან 10 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ფაჩულიამ 8-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ 6 მოხსნა ქართველმა შეტევაში მოაგროვა.

ხოლო, საერთო ჯამში, მოხსნების მხრივ შეხვედრაში ზაზა ფაჩულია საუკეთესო იყო.

  • ზაზა
    ფაჩულიას 10 ქულა და საუკეთესო მომენტები "ლეიკერსთან"

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 26 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო. გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ "უორიორსს" ტრავმების გამო სტეფ კარი და კლეი ტომპსონი დააკლდნენ.

52 მოგებითა და 16 მარცხით "უორიორსი" კვლავ მეორე ადგილზეა დასავლეთ კონფერენციაში და "ჰიუსტონს" ჩამორჩება.

  • გოლდენ სტეიტი - ლეიკერსი 117:106

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 17 მარტს შინ "საკრამენტოსთან", ჩვენი დროით 06:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

საკრამენტო-მაიამი 123:119
ბოსტონი-ვაშინგტონი 124:125
ორლანდო-მილუოკი 126:117
მკითხველის კომენტარები / 6 /
ზაზა ქულებზე მაშინ თამაშობს ხოლმე,როცა გუნდის სნაიპერებიდან რომელიმე ტრავმირებულია და დანარჩენების გადაკეტვას მეტოქის დაცვა ახერხებს.თუ პერიმეტრიდან სროლები გუნდს მისდის,მაშინ რა თქმა უნდა ორ ქულიანს სამ ქულიანი სჯობია.ეს, რა თქმა უნდა, მწვრთნელის დავალების გარეშე არ ხდება.
სოსო
14:08 15-03-2018
0
ეჭვიც არაა რომ კლავიატურა მომარჯვებული ყოველდღიურ პუტინის სადარაჯოზე ხარ, ერთი დიზი რა ამბავია შიბლაკაცო?
შიბლატროლის
13:23 15-03-2018
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული