ზაზა ფაჩულიას 4 ქულა და "გოლდენ სტეიტის" მარცხი "საკრამენტოსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
17 მარტს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "საკრამენტო კინგს" უმასპინძლა და ანგარიშით 93:98 დამარცხდა.

"უორირსის" ძირითადი სასტარტო ხუთეულიდან მოედანზე მხოლოდ ზაზა ფაჩულია და დრეიმონდ გრინი იყვნენ. სტეფ კარი, კვეინ დურანტი და კლეი ტომპსონი ტრავმირებულები არიან.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე საერთო ჯამში 17:06 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 4 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ზაზამ 6-დან 1 ორქილიანი და 2-დან 2 საჯარომო ჩაააგდო.

ყველაზე მეტი 25 ქულა შეხვედრაში ქვინ კუკმა ჩააგდო. დრეიმონ გრინს კი სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა,
გრინმა 14 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი, 4 ჩაჭრა და 2 ბლოკი მოაგროვა.


"გოლდენ სტეიტს" უკვე მე-17 მარცხი დაუგროვდა რეგულარულში, მაგრამ დასავლეთ კონფერენციაში მაინც მე-2 ადგილს იკავებს.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 18 მარტს სტუმრად "ფინიქსთან" სტუმრად ჩვენი დროით 06:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ლეიკერსი-მაიამი 91:92
ოკლაჰომა-კლიპერსი 121:113
ტორონტო-დალასი 122:115
ორლანდო-ბოსტონი 83:92
ფილადელფია-ბრუკლინი 120:116
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული