11:40 18-03-2018
ზაზა ფაჩულიას 2 ქულა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება "ფინიქსთან" [VIDEO]
AutoSharing Option
სტუმართა ქართველი ცენტრი ძირითად ხუთეულში გახლდათ. ზაზამ პარკეტზე მთლიანობაში 16:51 წუთი დაჰყო, რა დროშიც, 2 ქულის, 2 შედეგიანი გადაცემის, 7 მოხსნისა და 1 ჩაჭრის დაგროვება შეძლო.
მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი "ფინიქსელი" ჯოშ ჯექსონი გახდა, რომელმაც 36 ქულას უწია. "უორიორსიდან" კი ქუინ კუკმა თავი 28 ქულით გამოიჩინა.
"გოლდენ სტეიტს" 53 მოგება, 17 წაგება აქვს და დასავლეთის კონფერენციაში მე-2 ადგილზეა. მას "ჰიუსტონი" 2 გამარჯვებით უსწრებს. ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 20 მარტს, შინ, "სან ანტონიოს" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული