ზაზა ფაჩულიას 2 ქულა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება "ფინიქსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დიდი დანაკლისის მიუხედავად გამარჯვება იზეიმა ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა". "უორიორსმა", გასვლით შეხვედრაში "ფინიქსი" 124:109 დაამარცხა.

სტუმართა ქართველი ცენტრი ძირითად ხუთეულში გახლდათ. ზაზამ პარკეტზე მთლიანობაში 16:51 წუთი დაჰყო, რა დროშიც, 2 ქულის, 2 შედეგიანი გადაცემის, 7 მოხსნისა და 1 ჩაჭრის დაგროვება შეძლო.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი "ფინიქსელი" ჯოშ ჯექსონი გახდა, რომელმაც 36 ქულას უწია. "უორიორსიდან" კი ქუინ კუკმა თავი 28 ქულით გამოიჩინა.

"გოლდენ სტეიტს" 53 მოგება, 17 წაგება აქვს და დასავლეთის კონფერენციაში მე-2 ადგილზეა. მას "ჰიუსტონი" 2 გამარჯვებით უსწრებს. ფაჩულიას გუნდი
მომდევნო მატჩს 20 მარტს, შინ, "სან ანტონიოს" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული