ზაზა ფაჩულიას მხრის ტრავმა აქვს და შესაძლოა, "სან ანტონიოსთან" ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია საკუთარ გუნდს შესაძლოა, ხვალინდელ შეხვედრაში ვერ დაეხმაროს.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, ფაჩულიამ მხრის ტრავმა "ფინიქსთან" შეხვედრაში მიიღო და მცირე სათამაშო დრო ამიტომაც დაეთმო.

თუმცა, როგორც ერთ-ერთი ამერიკული საიტი ვარაუდობს, ზაზა ხვალ გვიან ღამით გასამართ მატჩში მონაწილეობას მაინც მიიღებს.

აქვე გეტყვით, რომ "უორიორსი" "სან ანტონიოსთან" შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდება. სტეფ კარი, კლეი ტომპსონი და კევინ დურანტი ტრავმის გამო ვერ იასპარეზებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული