ზაზა ფაჩულია: გულწრფელად გითხრათ, ამის შეფასება ძნელია

AutoSharing Option
"იუტა ჯაზთან" საშინაო მარცხის შემდეგ (91:110) "გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ALL-სტარის 4 მოთამაშე გვაკლია. მიუხედავად ამისა, მაინც მთელი ძალით ვთამაშობთ და დადებითი შედეგისთვის ვიბრძვით.

ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელი თამაშობს, რომელთაც თავიანთი შანსის გამოყენება შეუძლიათ.

რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა ამხელა დანაკლისი, მაგრამ პლეი-ოფი წინაა და იმედი მაქვს, ყველა მნიშვნელოვანი მოთამაშე დაგვიბრუნდება".

ზაზას ასევე ჰკითხეს, როგორ მოეწონა მას "იუტასთან" შეხვედრა.

"გულწრფელად გითხრათ, ამის შეფასება ძნელია. ასეთი შემადგენლობით პირველად ვითამაშეთ. ასე რომ, ამაზე საუბარი სამართლიანი არ იქნება", - აღნიშნა
ფაჩულიამ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული