კალათბურთი

ლეგიონერები

კვლავ ზაზას გარეშე - "გოლდენ სტეიტი" "სპურსთან" სერიაში 2:0 დაწინაურდა [VIDEO]

AutoSharing Option
17 აპრილს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს პლეი-ოფის სერიის მეორე მატჩში შინ "სან ანტონიოს" ანგარიშით 116:101 სძლია.

სამწუხაროდ, კვლავ ვერ ვიხილეთ პარკეტზე ქართველი ცენტრი, რომელიც სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია.

სასტარტო ხუთეულში ადგილი ჯაველ მაკგიმ დაიკავა, რომელმაც 18 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მეორე ცენტრმა დევიდ უესტმა კი 14 წუთში ასევე 10 ქულა ჩაიწერა აქტივში.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 34 ქულა ლამარკუს ოლდრიჯმა ჩააგდო, რომელმაც ასევე 12 მოხსნა დააგროვა.

"უორიორსიდან" ყველაზე მეტი, 32 ქულა კევინ
დურანტმა მიითვალა, ერთით ნაკლები ჩააგდო კლეი ტომპსონმა, ანდრე იგუდალამ კი 14 ქულა ჩააგდო.


ეს ოკლენდელების ზედიზედ მეორე გამარჯვებაა სერიაში.

სერიის მესამე მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი სტუმრად 20 აპრილს, ჩვენი დროით 05:30 საათზე გამართავს.

დღის მეორე შეხვედრაში "მაიამი ჰიტმა", დუეინ უეიდის ლიდერობით, რომელმაც 28 ქულა მიითვალა, "ფილადელფიას" მოუგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
ასევე დაგაინტერესებთ