კალათბურთი

ლეგიონერები

გოგა ბითაძემ "ზლატიბორს" 17 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
სერბეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსმა" სტუმრად 82:79 სძლია "ზლატიბორს".

გოგამ კვლავ კარგად იასპარეზა: 30:11 წუთში 17 ქულა ჩააგდო (14-დან 7 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 6-დან 3 საჯარიმო), 9-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა, 5-ჯერ დაკარგა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 3 პერსონალური მიიღო.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 27 ქულით ზლატიბორელი დრაგოსლავ პაპიჩი გახდა.

"მეგა ბიმაქსი" 2 მოგებით მე-4 ადგილზეა და 3 მაისს გასვლაზე "ტამისს" ხვდება.