სტეფი დაბრუნდა, ზაზა არა - "გოლდენ სტეიტმა" "პელიკანსს" მეორეც მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
2 მაისს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" შინ პლეი-ოფის სერიის მეორე მატჩში "ნიუ ორლეანი" ანგარიშით 121:116 დაამარცხა.

სამწუხაროდ, პარკეტზე კვლავ ვერ ვიხილეთ ქართველი ცენტრი, თუმცა "უორიორსს" დაუბრუნდა გუნდის ლიდერი სტეფ კარი, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო.

ერთით მეტი მიითვალა კევინ დურანტმა. აღსანიშნავია დრეიმონდ გრინის გარჯა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. გრინმა 20 ქულა, 12 პასი და 9 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

კლეი ტომპსონმა 10 ქულა ჩააგდო. ცენტრებიდან "გოლდენ სტეიტში" პარკეტზე მხოლოდ დევიდ უესტი გამოჩნდა, რომელმაც 10 წუთში 4 ქულა მიითვალა.

"პელიკანსიდან"
ენტონი დევისი და რეიჯონ რონდო გამოირჩნენ. დევისმა 25 ქულა, 15 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა, ხოლო რონდომ - 20 ქულა, 12 პასი და 7 მოხსნა.


ამ მოგების შემდეგ ოკლენდელები სერიაში 2:0 დაწინაურდნენ. ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს სტუმრად 5 მაისს, ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.

დღის მეორე შეხვედრაში "კლივლენდმა" სტუმრად "ტორონტო" ოვერტაიმში 113:112 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა 1:0. "კავალიერსს" ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა. ლებრონმა 26 ქულა, 13 პასი და 11 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.
მკითხველის კომენტარები / 5 /
სტეპი ეუგნება ზაზას ჯანსულო ჯანსულო ათაქ მურე გეპახუნი ქუდიერთუ ბოხოხია???
reali
11 მაისი 2018 07:35
0
შიბლატროლის ახალი ნიკი... ელექტრონული სივრცის შიბლატროლი
))))
03 მაისი 2018 14:44
0

შიბლატროლი არ ვიცი ვინაა, მაგრამ ქომაგებს ყელში ამოგვივიდა ეს შენი კომენტარები.
ცალკე ელექტრონულ სივრცეში გადით შენ და ეგ შენი შიბლატროლია თუ ვიღაცა
___________________________________________________________________________
ვინ გინდა დაასიაფანდო ამით, არ გიცნობდე მაინც? შენ პუტინისა და მისი საპუტინეთის გარდა არავის ქომაგობ და ამ მეთოდით კი ცხოვრებას გიმწარებ როცა მცალია შეძლებისდაგვარად შიბლაკაცავ :DDDDDDDDDD
შიბლაუსკასავ
03 მაისი 2018 11:57
0
შიბლატროლი არ ვიცი ვინაა, მაგრამ ქომაგებს ყელში ამოგვივიდა ეს შენი კომენტარები.
ცალკე ელექტრონულ სივრცეში გადით შენ და ეგ შენი შიბლატროლია თუ ვიღაცა
????-ს
02 მაისი 2018 16:07
1
ეს როგორ მოხდა, შიბლატროლმა არ წაუშუბლაურა აქ დღეს?
აჰა შიბლაკაცო სტიმული რომ საკუთარ თავთან დაიწყო დიალოგები ორი სამი ნიკით. :DDDDD
????
02 მაისი 2018 12:21
3

სიახლეები პოპულარული