სტეფი დაბრუნდა, ზაზა არა - "გოლდენ სტეიტმა" "პელიკანსს" მეორეც მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
2 მაისს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" შინ პლეი-ოფის სერიის მეორე მატჩში "ნიუ ორლეანი" ანგარიშით 121:116 დაამარცხა.

სამწუხაროდ, პარკეტზე კვლავ ვერ ვიხილეთ ქართველი ცენტრი, თუმცა "უორიორსს" დაუბრუნდა გუნდის ლიდერი სტეფ კარი, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო.

ერთით მეტი მიითვალა კევინ დურანტმა. აღსანიშნავია დრეიმონდ გრინის გარჯა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. გრინმა 20 ქულა, 12 პასი და 9 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

კლეი ტომპსონმა 10 ქულა ჩააგდო. ცენტრებიდან "გოლდენ სტეიტში" პარკეტზე მხოლოდ დევიდ უესტი გამოჩნდა, რომელმაც 10 წუთში 4 ქულა მიითვალა.

"პელიკანსიდან"
ენტონი დევისი და რეიჯონ რონდო გამოირჩნენ. დევისმა 25 ქულა, 15 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა, ხოლო რონდომ - 20 ქულა, 12 პასი და 7 მოხსნა.


ამ მოგების შემდეგ ოკლენდელები სერიაში 2:0 დაწინაურდნენ. ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს სტუმრად 5 მაისს, ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.

დღის მეორე შეხვედრაში "კლივლენდმა" სტუმრად "ტორონტო" ოვერტაიმში 113:112 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა 1:0. "კავალიერსს" ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა. ლებრონმა 26 ქულა, 13 პასი და 11 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.
მკითხველის კომენტარები / 5 /
შიბლატროლი არ ვიცი ვინაა, მაგრამ ქომაგებს ყელში ამოგვივიდა ეს შენი კომენტარები.
ცალკე ელექტრონულ სივრცეში გადით შენ და ეგ შენი შიბლატროლია თუ ვიღაცა
????-ს
16:07 02-05-2018
1
ეს როგორ მოხდა, შიბლატროლმა არ წაუშუბლაურა აქ დღეს?
აჰა შიბლაკაცო სტიმული რომ საკუთარ თავთან დაიწყო დიალოგები ორი სამი ნიკით. :DDDDD
????
12:21 02-05-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული