ფაჩულიას 11 აპრილის შემდეგ ყველაზე მეტი დრო მიეცა, "გოლდენ სტეიტი" კი დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ჰიუსტონისა" და "გოლდენ სტეიტის" დაპირისპირების კონფერენციის ფინალში ანგარიში გათანაბრდა. "როკეტსმა" საკუთარ Toyota Center-ში მეტოქე 127:105 დაამარცხდა და ანგარიში 1:1 გახადა.

"უორიორსის" ქართველ ცენტრ ზაზა ფაჩულიას 5:18 წუთი მიეცა, რა დროშიც 5 ქულის, 1 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის მოგროვება შეძლო.

საინტერესოა, რომ ზაზას ამდენი დრო 11 აპრილის შემდეგ არ მისცემია. მაშინ ქართველმა პლეი-ოფების დაწყებამდე "იუტასთან" 13 წუთი ითამაშა.

დღეს, გამთენიისას გამართულ მატჩში კი ყველაზე შედეგიანი სტუმართა კალათბურთელი კევინ დურანტი აღმოჩნდა, რომელმაც 38 ქულა ჩააგდო. მასპინძლებს კი 27 ქულით ჯეიმს ჰარდენმა
ულიდერა.

წყვილის მორიგ დაპირისპირებას უკვე "გოლდენ სტეიტის" Oracle Arena 21 მაისს, გამთენიისას უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლებრონის მაიმიც ცენტრის გარეშე თამაშობდა... ანდერსონი კი დაიმატეს მერე მაგრამ ძალიან შეზღუდული დრი ჰქონდა პარკეტზე
Musenbezi
13:47 17-05-2018
1
რატომ თამაშობს ცენტრის გარეშე კერი ჩემთვის გაუგებარია, გასაგებია, რომ კაპელა უკეთესი ცენტია, ვიდრე ზაზა, მაგრამ ზაზას და მაკგის ერთად არა მგონია კაპელა მოერიოს, ბოლოსდაბოლოს დაიღლება მაინც, ზაზა, მაკგი, ვესტი, ეს სამეული შესანიშნავად აბალანსებდა ერთმანეთს, რას ბოდიალობს ეს კაცი ვერ გავიგე, ცენტრის გარეშე კალათბურში ვინმეს რამე მოუგია?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული