"გოლდენ სტეიტმა" მოიგო, ზაზა ფაჩულიამ 3 წუთი ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გოლდენ სტეიტმა" კონფერენციის ფინალის მე-6 შეხვედრაში საკუთარ პარკეტზე "ჰიუსტონს" უმასპინძლა და მეტოქე 115:86 დაამარცხა.

"უორიორსის" რიგებში 3 წუთი დაეთმო ზაზა ფაჩულიას, რომელმაც თავი 2 მოხსნით გამოიჩინა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი 35 ქულით კლეი ტომპსონი გახდა. "როკეტსიდან" კი 32 ქულით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა.

წყვილში გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო მე-7 შეხვედრის დანიშვნა გახდა, რომელიც 29 მაისს გამთენიისას "ჰიუსტონის" დარბაზში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოლდენს წაუღია წერილი და ეგაააააა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული