კალათბურთი

ლეგიონერები

შენგელიას "ბასკონიამ" პლეი ოფის პირველ მატჩში შერმადინის "უნიკახა" დაამარცხა

AutoSharing Option
ესპანეთის პლეი-ოფის პირველ მატჩში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე 87:70 დაამარცხა გიორგი შერმადინის "უნიკახა".

შენგელიამ 21:33 წუთში 5 ქულა ჩააგდო (3-დან 2 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), ერთხელ მოხსნა, ერთხელ დაკარგა ბურთი და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

როგორც იცით, თორნიკე ლიგა ენდესას სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს და თამაშის დაწყების წინ პრიზი გადასცეს.

შერმადინიც 5 ქულით შეეწია თავის გუნდს. მან 16:52 წუთში 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 5-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა, ერთხელ დაკარგა ბურთი და 2 შედეგიანი
გადაცემა გააკეთა.

შემდეგი მატჩი მალაგაში 29 მაისს ჩატარდება.