რა გააკეთა ჯეი არ სმიტმა? - "კლივლენდის" მცველმა საკუთარი გუნდი დააღალატა [VIDEO]

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტისა" და "კლივლენდის" ფინალური სერიის პირველი შეხვედრის შემდეგ მსოფლიო პრესა ჯეი არ სმიტის უცნაურ საქციელზე ლაპარაკობს.

მატჩის დასრულებამდე 4 წამი რჩებოდა. ანგარიშზე - 107:107 "კლივლენდმა" საჯარიმო ვერ გამოიყენა, ბურთი კი ჯეი არ სმიტს მიუვიდა, რომელმაც იმის მაგივრად, რომ ფარის ქვეშ ეთამაშა და მასზე დაჯარიმებულიყვნენ, საჯარიმოდან გავიდა და დაგვიანებული პასი მისცა, მისმა გუნდმა კი სროლა ვერ მოასწრო.

თამაში ოვერტაიმში გადავიდა და საბოლოოდ "გოლდენ სტეიტის" გამარჯვებით დასრულდა.

ამ ყველაფერმა კი ჯეიმსი და მისი თანაგუნდელები ძალიან გაანაწყენა და მათ ჯეი არ სმიტს
ყვირილი დაუწყეს.

თავად სმიტმა თამაშის შემდეგ აღნიშნა, რომ მას ეგონა, რომ მისი გუნდი იგებდა და ტაიმ-აუტს აიღებდნენ.


შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნული ფაქტის შესახებ ESPN-ს ჟურნალისტმა მარკ შვარცმა ლებრონს კითხვა რამდენჯერმე შეუბრუნა.

ის "მეფეს" ეკითხებოდა, ესაუბრა თუ არა მატჩის დასრულების შემდეგ ჯეი არ სმიტს, რაზეც ლებრონმა უპასუხა, რომ არ უსაუბრია.

კითხვის რამდენჯერმე გამეორების შემდეგ ჯეიმსმა პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია დატოვა.


გუნდების დაპირისპირების მეორე მატჩს 4 ივნისს კვლავ "გოლდენ სტეიტის" დარბაზი უმასპინძლებს.

altNBA. ფინალი: "გოლდენ სტეიტმა" "კლივლენდს" მოუგო და სერიაში დაწინაურდა, ზაზა არ ჩანს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგ არაფერია იმასთან შედარებით,NBA-შივე საჯარიმოს მერე ბურთი რო მოხსნა,რიხრახი აერია და თავის ფარში რო ჩააგდო:))
0
-ფაჩულია სოხუმის დინამოში.
14
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული