thesportster: NBA-ში ზაზა ფაჩულიას კარიერა დასასრულს მიუახლოვდა

AutoSharing Option
პორტალი thesportster-ი იუწყება, რომ მომავალ სეზონში NBA-ს 10 ვეტერანი კალათბურთელი დატოვებს და მათ ახალგაზრდები შეცვლიან. წამსვლელთა შორის "გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი ზაზა ფაჩულია სახელდება:

"გოლდენ სტეიტი" ზედიზედ მეოთხედ გავიდა ფინალში, გასულ სეზონში და ამ სეზონის პლეი-ოფებამდე ზაზა სასტარტო ცენტრი იყო, მაგრამ მომავალ სეზონში ის გუნდს დატოვებს.

შარშანდელი კონფერენციის ფინალში ფაჩულია კავაი ლეონარდს შეეჯახა, ლეონარდმა მძიმე ტრავმა მიიღო და სერიის დარჩენილი მატჩების გამოტოვება მოუწია. ამის გამო წესებში ცვლილება შეიტანეს და სასჯელი გა
ამკაცრეს.

ზაზა წინა სეზონში მატჩში საშუალოდ 6.1 ქულას აკეთებდა, ამ სეზონში კი - 5.4 ქულას. უნდა ვაღიაროთ, ის ძირითადი ცენტრი იმიტომ გახდა, რომ ვეტერანის კონტრაქტს დათანხმდა. 2016 წელს "უორიორსმა" კევინ დიურანტი შეიძინა და უფრო დიდ ხელფასს ცენტრს ვერ გადაუხდიდა.

უკანასკნელ 2 სეზონში დიდი გამოცდილება შეიძინეს ახალგაზრდებმა და ფაჩულიას კარიერა გუნდში და NBA-ში დასასრულს მიუახლოვდა.

ფაჩულია უკვე გუნდისთვის ძველებურად სასარგებლო არაა, მხოლოდ დაცვაში ფარქვეშ დამაჯერებლად თამაშობს და მოხსნებში კარგია.

ლიგაში უკვე ბევრი გუნდი თამაშობს მძიმე ცენტრის გარეშე, ჯორდან ბელი ფიზიკურად ძლიერია, ფლანგზეც შეუძლია თამაში და მართალია, ტრავმის გამო ბევრი გაუცდა, თუმცა გუნდის მომავალი ძირითადი ცენტრია".
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 16 /
დიდი ალბათობით ამის დონეზე კაი ხანს ვერ მივა ვერცერთი ქართველი შედეგს ვგულისხმობ.ამისგან კიდე კაი ფედერაციის პრეზიდენტი გამოვიდოდა რათქმაუნდა თუ თავად მოისურვებს.წარმატებას ვუსურვებ სადაცარუნდა იყოს.
zaza
10 ივნისი 2018 15:10
0
ბოღმა ნიუსის დაკვეთილი სტატიაა:))
valderrama
09 ივნისი 2018 09:42
0
ვისაც ზაზა არ მოგწონტ ბოისა გყავტ მოგახმაროტ გმერტმა მშვიდობაში
შოთა გუგეშაშვილი
08 ივნისი 2018 16:13
5
-კალათბურთის ქართველი იმპერატორი ჩემპიონის ორი ბეჭდით. მისია შესრულებულია.ვალმოხდილმა სამშობლოს წინაშე ჩამოვიდეს და ქართველებს ვაშლის(კომბოსტო მოიყვანოს) კრეფაში დაეხმაროს სეზონურად.
novizki
08 ივნისი 2018 12:56
1
რა ვართ ეს ქართველები ?! კოლმეურნეობის თავმჯდომარესაც იმპერატორად მოვიხსენიებთ )))
vaxo
08 ივნისი 2018 15:16
5
ზაზა ჯერ-ჯერობით N1 ნბეელია. ვნახოთ ვინ იქნება შემდეგი. თუმცა გული მიგრძნობს, ის ან სანდრო მამუკელაშვილი ან გოგა ბითაძეა ან ოჰივე ერთად.
zako
08 ივნისი 2018 12:41
1
რომარა ტრამვა ვოვა სტეფანიაც არანაკლებ კვალს დატოვებდა, აი ცქიტიშვილმა ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს.
mmm
08 ივნისი 2018 16:34
1
ტიპს ნბა-ს ორი ბეჭედი ექნება და არ დაიწყოთ ეხლა დაუმსახურებლადო,თუარ ეკუთნის პლანეტის ერთ -ერთი საუკეთესო გუნდი ლამაზი თვალების გამო არ ათამაშებს,დაბალი ხელფასიო ზოგი ამბობს,საერთოდ არ აიყვანდნენ ვესტი და მაგკი ხო ყავდათ.ზაზამ თავისი როლი შეასრულა ჩემპიონობაში.არ მესმის იმ ჩასაფრებული ქართველების ფაჩულიას რო დასცინიან,ბევრი გვყავს ესეთი სპორტსმენი?ან ველოდებით კიდე რო უახლოეს მომავალში გვეყოლება?ვიამაყოთ და გვერდში დავუდგეთ ესაა ჩვენი მისია.
ბექა
08 ივნისი 2018 11:30
2
გეთანხმები, ზაზას მხოლოდ არ შემდგარი ადამიანი თუ დასცინებს
ALONZO
08 ივნისი 2018 12:54
1
კარგი ბატონო,გოლდენ სტეიტს აღარ სჭირდება ფაჩულია,ეგ იმას ნიშნავს,რომ კარიერა უნდა დაასრულოს?თუ თვითონ ზაზა აპირებს სპორტიდან წასვლას გასაგებია,მაგრამ სხვა გუნდებში გაცილებით მაღალი ანაზღაურებით შეუძლია თამაში.გოლდენ სტეიტი შეიძლება უცენტროდ თამაშობდეს,იმიტომ, რომ ჰყავს სამი სუპერ სნაიპერი.სხვებსაც ჰყავთ?ყველას სჭირდება ჭკვიანი ცენტრი და ზაზა აუცილებლად მონახავს გუნდს,რა თქმა უნდა თუ თვითონ ენდომება.
სოსო
08 ივნისი 2018 11:09
0
ზაზა ჩვენი სიამაყეა!!!
დანარჩენი ილაპარაკონ რამდენიც უნდა!!
saakadze
08 ივნისი 2018 10:20
1
Nამდვილად, ზაზა ჩVენი სიამყეა, გმირია, თAნ რა სპორტში, ყველაზე ლამაზ და დინამიურში...ვისაც არ უყვარს მისი გემოვნებაა....
Joni...
08 ივნისი 2018 11:26
1
ამ დურაქის სტატია ვიგაცვის. ატამასშ შე კაი ადამიანო და ნახავ სასარგებლოა თუ არა. ბლეყვები ესენი. კაცს არ ათამაშებენ და დაქასკვნეს სასარგებლოა თუ არა!
gadaobaa ra
08 ივნისი 2018 09:25
4
დროა ზაზა ევროპაში დაბრუნდეს მინიმუმ 25 წუთი მზადაა ჩემი აზრით ამიტომ როგორც კირილენკომ გააკეთა სამშობლოში დაბრუნდა ესეც ერე უნდა მოიქცეს
გიო
08 ივნისი 2018 09:02
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული