გიგა ჯანელიძის “ალმა ტრიესტე” იტალიის სერია A-ში გადავიდა

AutoSharing Option
გიგა ჯანელიძის “ალმა ტრიესტე” იტალიის უმაღლეს ლიგაში – სერია A-ში გადავიდა. 23 წლის ქართველი ლეგიონერის გუნდმა რანგით მეორე ლიგა (სერია A2) მოიგო და ელიტის საგზური მოიპოვა.

ტრიესტელებმა ფინალური სერია “ნოვიპუ კასალეს” 3:0 მოუგეს. 16 ივნისს გამართულ გამარჯვების მომტან მატჩში ჯანელიძემ 17 წუთი ითამაშა და 2 ქულა მოაგროვა, თუმცა ის გაცილებით სარგებლიანი იყო სერიის მეორე შეხვედრაში, რომელიც “ალმა ტრიესტემ” 80:69 მოიგო. 20 წუთში ქართველმა ფორვარდმა 8 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

ჯანელიძე “ალმა ტრიესტეში” მთელი სეზონია, თამაშობს და 39 შეხვედრაში (იხილეთ
სტატისტიკა) ის მოედანზე საშუალოდ 15.8 წუთს ატარებდა, რის განმავლობაშიც 4.9 ქულას, 3.9 მოხსნას და 0.3 პასს ითვლიდა. ჯანელიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 წლის წინ იგორ კოკოშკოვმა გამოიძახა, მაგრამ სლოვენიური შეკრების შემდეგ ის ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

თუ გიგა ჯანელიძე “ტრიესტეში” დარჩება, მომავალ სეზონში იტალიის უმაღლეს ლიგაში – სერია A-ში ითამაშებს, სადაც გასული სეზონი მანუჩარ მარკოიშვილმა გაატარა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული