შენგელიას კოკოშკოვი "ფინიქს სანში" ეპატიჟება. NBA-ში დასაბრუნებლად მას 275 ათასის გადახდა მოუწევს

AutoSharing Option
El Correo ამტკიცებს, რომ არაა გამორიცხული, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია NBA-ში დაბრუნდეს.

გამოცემის მტკიცებით, ბასკური გუნდის ლიდერს სურს NBA-ში დაბრუნება და ამის შანსი გაუჩნდა - მას საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი, რომელიც ამჟამად "ფინიქს სანს" უდგას სათავეში, თავის გუნდში ეპატიჟება.

ორი წლის წინ შემოღებული წესის თანახმად, ამერიკულ კლუბს 725 ათას დოლარზე მეტის გადახდის უფლება არა აქვს, თორნიკეს კონტრაქტის გამოსყიდვა კი 1 მილიონი ღირს და კოკოშკოვის წინადადებაზე დათანხმების შემთხვევაში, მას 275 ათასის გადახდა თავად მოუწევს.

თორნიკეს თავის ამჟამინდელ
კლუბთან ხელშეკრულება 2020 წელს უმთავრდება და მის გახანგრძლივებას სთავაზობს.

El Correo ამტკიცებს, რომ "ბასკონიას" თავისი ვირტუოზული გუნდისთავის დაკარგვა არ უნდა და მის შესანარჩუნებლად ყველაფერს იღონებს.

alt"ბასკონიას" თორნიკე შენგელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

altთორნიკე შენგელიას შეძენას რამდენიმე კლუბი და მათ შორის, ცსკა ცდილობს

მკითხველის კომენტარები / 9 /
არასერიოზული შეთავაზებაა და თოკო არ უნდა დაეთანხმოს..
კაცი გუნდში ჭირდებათ და კომპენსაცია თვითონ უნდა გადაიხადოს?
უკეთესი შეთავაზების ღირსია!
ყური მიგდე
24 ივლისი 2018 09:15
0
ძალიან მაგარი იქნება თუ კოკოშკოვის გუნდში წახვალ, თოკო! მე პირადად მომწონს ამერიკული აქცენტით რომ იძახიან Shengelia-ს :დ აბა ესპანელებს "სენგელია" ვერ გადავაჩვიეთ :დ შენგელიები ავკრიბავთ მაგ 250k USD-ს :დ
შენგელია
22 ივლისი 2018 19:03
2
ზაზამ ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაგვახსენა, რომ ფული მხოლოდ ხელის ჭუჭყია! წარმატებები თოკოს!!!
N
21 ივლისი 2018 20:25
2
წადი ფენიქსში. თითოეული შენი გამოჩენა უდიდესი სიხარული იქნება ქართველებისთვის. მიდი თოკა
toka
21 ივლისი 2018 18:04
0
ხალხო,რა მოგდით,რა არაკომპენტენტურ კომენტარებს აკეთებთ,რა კითხვაა რამდენი დრო მიეცემა,ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გაირჯება,თუ ითამაშებს კარგად,ბევრი დრო მიეცემა,თუ არადა ცოტა დრო მიეცემა,ეს აქსიომაა.სართოდ შეიძლება უკანაც გამოაბრუნონ კიდევაც(ღმერთმა არ ქნას,ამას ნამდვილად არ უსურვებ),ასე,რომ ყველაფერი თოკოს ხელშია,ის არის საკუთარი ბედის მჭედელი,წარმატებები თოკო,ღმერთი შენსკენ.
roma
21 ივლისი 2018 16:58
1
მიდი თოკო მიაწექი! შენ გეკუთვნის და იმსახურებ ოკეანის გადაღმა თამაშს,დარწმუნებული ვარ იქაც გვასახელებ!
tbiliseli
21 ივლისი 2018 14:34
0
საფიქრალიც არაფერია, კოკოშკოვზე უკეთ ვინ იცის თორნიკეს ფასი?!...
მსქროლავი ტროლი
21 ივლისი 2018 14:12
0
გულშემატკივარი ნებისმიერ შემთხვევაში მხარს დაგიჭერს და გვჯერა შენი
სიამოვნებით ვიხილავდით თოკოს NBAში, ნამდვილად ყოფნის რესურსი რომ ამ დონეზე ითამაშოს . ვფიქრობ საკმარისი დრო მიეცემა . მაღალი დონის კალათბურთელია
George
21 ივლისი 2018 12:58
0
ორი რამაა განმსაზღვრელი: ძირითადი - რამდენი სათამაშო დრო ექნება შენგელიას ფენიქსში და არაძირითადი - ხელფასი
Didro
21 ივლისი 2018 06:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული