გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი ამხანაგურ მატჩში

AutoSharing Option
სერბულმა “მეგა ბემაქსმა”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი გოგა ბითაძე იცავს, ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა.

“მეგა ბემაქსმა” ყატარის ნაკრების უმასპინძლა და იოლად – 106:60 სძლია, 19 წლის ქართველი ცენტრი კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გოგამ 13 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

ახლა, სერბული კლუბი გეზს ბაჰამის კუნძულებისკენ აიღებს და 11 და 12 აგვისტოს, შესაბამისად, არტგენტინულ “სან ლორენცო ალმაგროსა” და ამერიკულ “კენტუკი ვაილდქეთსს” ეთამაშება.

შინ დაბრუნების კვალად, 23-24 აგვისტოს, ბითაძის კლუბი
ნცაა-ს ფინალისტ “მიჩიგან ვულვერინსა” და ესპანურ “ესტუდიანტესს” გაეჯიბრება, სექტემბერში კი კიდევ 5 მატჩია დაგეგმილი: “ზენითან” (რუსეთი), “ბუდუჩნოსტთან” (მონტენეგრო), აეკ-თან (საბერძნეთი), “არისთან” (საბერძნეთი) და “დინამიკთან” (სერბეთი).

სერბული გუნდი ადრიატიკის ლიგის 2018-19 წლების გათამაშებაში 29 სექტემბერს ჩაებმება, როდესაც “იგოკეას” (ბოსნია-ჰერცეგოვინა) ესტუმრება.

altფიბამ გოგა ბითაძე საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელებში მე-11 ნომრად დაასახელა

altგოგა ბითაძე სეზონის ბოლო მატჩში საუკეთესოდ აღიარეს

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ბიჭმა მენტალიტეტი თუ არ შეიცვალა, მაგისგან ბევრი ვერაფერი გამოვა და დარჩება საშუალოზე დონის კალათბურთელად. 20 წლამდელთა ნაკრებს არ წაჰყვა შესარჩევებზე და არ იკადრა მათთან თამაში. ჯიგარი თუ კაცს არ აქვს, კაპიკია მისი ფასი. იმედია შეცვლება უკეტესობისკენ.
Jarji
11:25 09-08-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული