შენგელიას და ჯენინგის ბასკონიამ სუპერფინალის ნახევარფინალში ბარსელონას სძლია და დღეს ფინალში "რეალს" შეხვდება

AutoSharing Option
"ბასკონიამ" ლიგა ენდესას ნახევარფინალში ბარსელონას "პალაუ ბლაუგრანაში" "ბარსელონა" დაამარცხა (79:76) და ფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ "ბასკონია" მეტოქეს 20 ქულით ამარცხებდა და "ბარსამ" სხვაობის შემცირება მოახერხა.

თორნიკე შენგელიამ 14:52 წუთში 7 ქულა ჩააგდო, 4-ჯერ მოხსნა ბურთი და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მეტ ჯენინგმა 26:50 წუთში 6 ქულა შესძინა თავის გუნდს, 2-ჯერ მოხსნა ბურთი და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.

დღეს ფინალურ მატჩში, რომელიც ასევე კომპოსტელაში ჩატარდება, "ბასკონია" "რეალს" დაუპირისპირდება, რომელმაც "მონბუს ობრადიოროს" 81:61 სძლია.

altდღეს შენგელიას და ჯენინგის "ბასკონია" სუპერთასზე "ბარსელონას" შეხვდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული