აღსანიშნავია, რომ "ბასკონია" მეტოქეს 20 ქულით ამარცხებდა და "ბარსამ" სხვაობის შემცირება მოახერხა.
თორნიკე შენგელიამ 14:52 წუთში 7 ქულა ჩააგდო, 4-ჯერ მოხსნა ბურთი და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მეტ ჯენინგმა 26:50 წუთში 6 ქულა შესძინა თავის გუნდს, 2-ჯერ მოხსნა ბურთი და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.
დღეს ფინალურ მატჩში, რომელიც ასევე კომპოსტელაში ჩატარდება, "ბასკონია" "რეალს" დაუპირისპირდება, რომელმაც "მონბუს ობრადიოროს" 81:61 სძლია.
დღეს შენგელიას და ჯენინგის "ბასკონია" სუპერთასზე "ბარსელონას" შეხვდება