შენგელიამ ბერლინის "ალბას" 17:32 წუთში 17 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
"ბასკონიამ" სეზონისწინა სპარინგში ბერლინის "ალბა" 87:77 დაამარცხა და ამ შეხვედრაში ბასკური გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია საუკეთესო იყო.

მან 17:32 წუთში 17 ქულა შესძინა თავის გუნდს, 6-ჯერ მოხსნა ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის მეტ ჯენინგის ანგარიშზე 15:55 წუთში ჩაგდებული 3 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასია.

29 სექტემბერს ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "ბასკონია" "სარაგოსას" მასპინძლობს.

alt"ბასკონია" ესპანეთის სუპერფინალში "რეალთან" 73:80 დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული