შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე კი მთლიანობაში 16:34 წუთით გამოჩნდა და თავო 10 ქულასა და 2 მოხსნას მოუყარა. გიორგიმ 9-დან 5 ორქულიანი ჩააგდო.
გამარჯვებულთა შორის საუკეთესოები ალბერტო დიასი (17 ქულა, 3 პასი, 2 მოხსნა), ხაიმე ფერნანდესი (14 ქულა, 5 პასი, 2 მოხსნა) და კაილ ვილტიერი იყვნენ (15 ქულა). თუმცა, შედეგიანობით ყველას “ვალენსიას” წევრმა ბოიან დუბლიევიჩმა აჯობა, რომელმაც შეხვედრა 19 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა.
მეორე ტურში, 4 ოქტომბერს, “უნიკახა” სტუმრად “ფუენლაბრადას” ეთამაშება.
GBF.GE
შენგელიას 21 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი სარაგოსასთან მოგებულ მატჩში [VIDEO]