"ქართველი ლეგიონერი გამორჩეული იყო - 21 ქულა ჩააგდო, 8-ჯერ მოხსნა ბურთი და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. სეზონი მხოლოდ ახლა იწყება და ჯერ ადრეა რამეზე ლაპარაკი, მაგრამ მისი სტატისტიკა შთამბეჭდავია. ის ძალიან გამოცდილია და მუდმივად პროგრესირებს.
თორნიკეს შემდეგ ყველაზე გამორჩეული ბარსელონელი ანტე ტომიჩი გახლდათ (21 ქულა და 6 მოხსნა) და "მურსიას" ცენტრი მარკოს დელია (21 ქულა და 5 მოხსნა)", - აღნიშნავს საიტი.
შენგელიას 21 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი სარაგოსასთან მოგებულ მატჩში [VIDEO]