შენგელია საუკეთესო იყო, მისი გუნდი კი "სან პაბლოსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ლიგა ენდესას მეორე ტურში "ბასკონია" ბურგოსში 79:82 დამარცხდა "სან პაბლოსთან" და ამ მატჩის MVP სტუმართა გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია გახდა.

მან 28:10 წუთში 18 ქულა ჩააგდო (12-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო), ამას გარდა, 7-ჯერ მოხსნა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21 იყო.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 24:32 წუთში 10 ქულა შესძინა თავის გუნდს.

7 ოქტომბერს, შემდეგ ტურში "ბასკონია" "გიპუსკოას" უმასპინძლებს, რომლის ღირსებასაც ბექა ბურჯანაძე იცავს.

ბექას გუნდი გასვლაზე "სარაგოსასთან"
დაძაბულ შეხვედრაში 73:76 დამარცხდა და 6:11 წუთში თავის გუნდს ვერაფრით ვერ შეეწია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული