გიორგი შერმადინმა მადრიდში "ფუენლაბრადას" 9 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
4 ოქტომბერს ლიგა ენდესას მეორე ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" სტუმრად 93:79 სძლია "ფუენლაბრადას".

შერმადინმა 17:12 წუთში 9 ქულა ჩააგდო, ერთხელ მოხსნა ბურთი და ერთხელ დაუფარა მეტოქეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მალაგელი ხაიმე ფერნანდესი იყო, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 32 გახლდათ.

შერმადინის გუნდმა ჩემპიონატის სტარტზე ორივე მატჩი მოიგო და 7 ოქტომბერს მძიმე გამოცდა ელის - მადრიდში "რეალს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული