კალათბურთი

ლეგიონერები

ზაზა ფაჩულიამ ოფიციალური დებიუტი 6 ქულით აღნიშნა, "დეტროიტმა" კი მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
18 ოქტომბერს, გამთენიისას, "დეტროიტ პისტონსში" ზაზა ფაჩულიას ოფიციალური დებიუტი შედგა.

ქართველმა ცენტრმა სეზონის გახსნით მატჩში "ბრუკლინის" წინააღმდეგ ითამაშა და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. დეტროიტელებმა შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში - 103:100 მოიგეს.

დეტროიტი - ბრუკლინი 103:100

ფაჩულია სათადარიგო იყო. ცენტრის პოზიციაზე უმეტესი დრო - 32 წუთი ანდრე დრამონდმა გაატარა, რომელმაც 24 ქულითა და 20 მოხსნით მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ქართველ ცენტრს თამაში 14:43 წუთით მოუწია, რა დროშიც ის საკმაოდ პროდუქტული იყო და 6 ქულა, 7 მოხსნა,
4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

ზაზამ 6-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 5-ჯერ დაჯარიმდა. დეტროიტელებს გამარჯვებაში ბლეიკ გრიფინი 26 ქულით, ხოლო რეჯი ჯექსონი 19 ქულით დაეხმარა.

ზაზა ფაჩულიას 6 ქულა და მომენტები ბრუკლინთან მატჩში

მომდევნო მატჩი დეტროიტელებს 21 ოქტომბერს, ჩიკაგოში "ბულსთან", ჩვენი დროით 04:00 საათზე ელით.

დღის სხვა მატჩები:

კლიპერსი-დენვერი 98:107
ფინიქსი-დალასი 121:100
საკრამენტო-იუტა ჯაზი 117:123
სან ანტონიო-მინესოტა 112:108
ჰიუსტონი-ნიუ ორლეანი 112:131
ნიუ იორკი-ატლანტა 126:107
ტორონტო-კლივლენდი 116:104
შარლოტი-მილუოკი 112:113
ინდიანა-მემფისი 111:83
ორლანდო-მაიამი 104:101

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ