კალათბურთი

ლეგიონერები

მაკფადენმა "ვენეციას" 21 ქულა ჩაუგდო და ჩემპიონთა ლიგაზე "იბეროსტარი" გაალიდერა

AutoSharing Option
31 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ვენეციაში ჯგუფის ლიდერების მატჩში "იბეროსტარმა" "უმანა რეიერი" 72:65 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტი მეოთხედის წინ მასპინძლები წინ იყვნენ და სტუმრებმა დასკვნით პერიოდში მოახერხეს შეხვედრის თავიანთ სასარგებლოდ შემოტრიალება.

ამ მატჩში 21 ქულით ყველაზე შედეგიანი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი ტედ მაკფადენი იყო, რომელმაც 25 წუთში 7-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

ტენერიფულმა გუნდმა ტურნირის სტარტზე ზიდიზედ ოთხი გამარჯვება იზეიმა და ლიდერია.