კალათბურთი

ლეგიონერები

ეს ბიჭი აღარ ხუმრობს - ბითაძის 28 ქულა, 11 მოხსნა, 4 დაფარება და 43-იანი კოეფიციენტი "პარტიზანთან" მატჩში!

AutoSharing Option
ადრიატიკის ლიგაზე პირველი მარცხი განიცადა გოგა ბითაძის "მეგა ბემაქსმა" - "პარტიზნთან" 74:81 წააგო.

"პარტიზანმა" თავიდანვე ხელთ იგდო ინიციატივა, მესამე მეოთხედის შემდეგ 14 ქულით წინ იყო და "მეგა ბემაქსმა" მხოლოდ მეოთხე პერიოდში შეძლო ანგარიშის შემცირება.

თუმცა, ბუნებრივია ჩვენ ამაზე მეტად გოგას ამბავი გვაინტერესებს დ უნდა გითხრათ, მან დიდებულად იასპარეზა. თავად განსაჯეთ: 32:14 წუთში 28 ქულა ჩააგდო (10-დან 10 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 12-დან 8 საჯარიმო), 11-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 4-ჯერ დაუფარა მეტოქეს, მასზე 8-ჯერ დაჯარიმდნენ, მისი სარგებლიანობის
კოეფივიენტი 43 იყო და რა თქმა უნდა, მატჩის MVP გახდა.

"მეგა ბემაქსი" 5 მოგებით ჯერჯერობით ისევ პირველ ადგილზეა 9 ნოემბერს ხორვატიაში აუტსაიდერ "ზადარს" შეხვდება.