ბექა ბურჯანაძე და ტედ მაკფადენი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდნენ

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის სიმბოლურ ხუთეულში საქართველოს ნაკრების ორი კალათბურთელი - ტედ მაკფადენი და ბექა ბურჯანაძე - მოხვდა.

ბურჯანაძემ მე-10 ტურში ყველაზე მეტი - ფარიდან ასხლეტილი 11 ბურთი მოხსნა, ხოლო მაკფადენმა სამქულიანებში აჯობა ყველას - 6 შორეული სროლა ჩააგდო და სიმბოლურში ადგილი დაიმსახურა. დანარჩენი პოზიციები შეავსეს: 24 ქულის მომგროვებელმა ბასკონიელმა მარსელინიო უერტასმა, 9 პასის გამცემმა გორან ჰუსკიჩმა და მარგი ქმედების კოეფიციენტში საუკეთესომ (28) - ბო მაკალებმა.

ესპანეთის ჩემპიონატში ტურის სიმბოლურ ხუთეულს ასე ადგენენ: იმ 5 მოთამაშეს აარჩევენ, რომლებსაც 5 ცალკეულ
სტატისტიკურ მაჩვენებელში საუკეთესო შედეგი აქვთ. ეს მაჩვენებლები გახლავთ: ქულები, მოხსნები, პასები, ჩაგდებული სამქულიანები და მარგი ქმედების კოეფიციენტი.

ბურჯანაძეც და მაკფადენიც ესპანეთიდან გამოემგზავრნენ და 27 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდნენ.

altბურჯანაძემ "ვალენსიასთან" ორმაგი დუბლი შეასრულა

altტედ მაკფადენი ისევ ყოჩაღობს - "ბურგოსს" 20 ქულა ჩაუგდო

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული