კალათბურთი

ლეგიონერები

"დეტროიტის" ზედიზედ მე-3 მარცხი - ზაზა ფაჩულიამ 8 ქულა ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
8 დეკემბერს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" შინ "ფილადელფიასთან" ანგარიშით 111:117 დამარცხდა.

ქართველო თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე საბოლოო ჯამში 14 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 8 ქულა , 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ხლო ბურთი ერთხელ დაკარგა.

ფაჩულიამ 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.


შეხვედრაში ყველაზე მეტი 38 ქულა "სიქსერსის" ლიდერმა ჯიმი ბატლერმა ჩააგდო.  ბენ სიმონსმა 18 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.

"დეტროიტიდან" კი როგორც ყოველთვის ბლეიკ გრიფინი
გამოირჩა, რომელმაც 31 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ანდრე დრამონდმა 21 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

სამწუხაროდ ეს "დეტროიტისთვის" ზედიზედ მესამე მარცხი გამოდგა და ამ დროისთვის 13 მოგება და 10 წაგება აქვს ამ მაჩვენებლით "პისტონსი" აღმოსავლეთ კონფერენციას მე-6 ადგილზე დაიწია.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 10 დეკემბერს შინ ჩვენი დროით 00:30 საათზე "ნიუ ორლეანთან" გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

მილუოკი-გოლდენ სტეიტი 95:105
ფინიქსი-მაიამი 98:115
სან ანტონიო-ლეიკერსი 133:120
ჩიკაგო-ოკლაჰომა 114:112
ნიუ ორლეანი-მემფისი 103:107
ბრუკლინი-ტორონტო 106:105 (98:98)
კლივლენდი-საკრამენტო 110:129
შარლოტი-დენვერი 113:107
დეტროიტი-ფილადელფია 111:117
ორლანდო-ინდიანა 90:112