გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის "ალ აჰლი" ყატარის ჩემპიონატის ლიდერია - ქართველების მონაგარი

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის "ალ აჰლი" ყატარის ჩემპიონატში გალიდერდა. ქართველი ლეგიონერების კლუბმა ეს მე-6 ტურის მოგებული მატჩის შემდეგ მოახერხა, რომელშიც დოჰელებმა "ალ აჰლი" 84:74 დაამარცხეს. ამ გამარჯვებაში ქართველების წვლილი ტრადიციულად სოლიდურია.

ცინცაძემ მოედანზე 38:55 წუთი გაატარა და 8 ქულა, 4 მოხსნა, 11 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 7-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბერიშვილმა 36:41 წუთი ითამაშა და გუნდს 1
8 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. მიშამ 6-დან 3 ორქულიანი და 10-დან 4 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
"ალ შამალის" ლიდერობა ამჯერადაც მოჰამედ ჰარატიმ იკისრა, რომელმაც მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა – 30 ქულა, 17 მოხსნა.

ქართველების გუნდი საატურნირო ცხრილში "ალ სადთან" ერთად პირველ-მეორე პოზიციებს ინაწილებს, მომდევნო შეხვედრას კი 8 იანვარს, ისევ სტუმრად, ერთ-ერთ აუტსაიდერ "ალ ხორთან" გამართავს.

altცინცაძის 19, ბერიშვილის 18 ქულა და “ალ შამალის” მეორე გამარჯვება ყატარის ჩემპიონატში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული