"დეტროიტის" ვებგვერდი: ...ამის გამო ზაზა ფაჩულია ძალიან დაგვაკლდა

AutoSharing Option
"ორლანდოსთან" მატჩში ზაზა ფაჩულიამ ფეხის ტრავმა მიიღო და მას შემდეგ "პისტონსის" შემადგენლობაში სამი შეხვედრა გამოტოვა.

მის შესახებ "დეტროიტის" ვებგვერდი წერს და ამბობს, რომ "იუტასთან" წაგებულ მატჩში ქართველი ცენტრი ძალიან დააკლდათ.

"პისტონსი" მეორე ტაიმში ისევ მოტორისა და დამრტყმელი ძალის გარეშე იყო, რადგან იშ სმიტი და ზაზა ფაჩულია აკლდა. სმიტი კიდევ ერთი თვე არ იქნება, ამიტომ ფაჩულია ყველაზე დიდი დანაკლისია.

მაშინ, როდესაც "იუტა" 14 ქულით "გაიქცა", ფაჩულიას კარგი სროლისა და შეუფასებელი გადაცემების უნარი გუნდს დაეხმარებოდა ამ მომენტის გამკლავებში და მისცემდა ძალას, რომ
თამაშში დაბრუნებულიყო. ის ძალიან დაგვაკლდა.

"ზაზა ძალიან დაგვეხმარებოდა. პირველ რიგში, ბურთის განაწილებაში. ფაჩულია, ისევე, როგორც ბლეიკ გრიფინი, ბურთის კარგი დამჭერია. ეს ძალიან დაგვაკლდა, მაგრამ ტრავმები NBA-ს ნაწილია. არ მინდა, ეს გამართლებად გამოვიყენო" - განაცხადა "დეტროიტის" მწვრთნელმა.

ზაზა ფაჩულიას გარეშე "პისტონსმა" სამიდან ორი მატჩი წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 პოზიციას იკავებს.

altზაზა ფაჩულიამ ზედიზედ ორი მატჩი გამოტოვა - რა სჭირს ქართველ კალათბურთელს?

მკითხველის კომენტარები / 4 /
ზაზუშ, მგონი, დროა კარიერა დაასრულო.

შესანიშნავი კარიერა გქონდა და ვფიქრობ, ახალი გამოწვევები უნდა მიიღო.
სავაშ ბალდარი
07 იანვარი 2019 15:56
44
იქნებ შენ დაასრულო ტლიკინი?
სოსო
07 იანვარი 2019 21:40
0
სადა ხართ გენიოსებო, დაუნახავებო, შურიანებო, კალათბურთის აზრზეარმყოფნო, კიდევ რა ვიცი რა გიწოდოთ, ვინც ფაჩულიას უნიჭოს და იღბლიან კლათბურთელს ეძახით, კაცი 15 წლისა უმამოდ დარჩა და სანამდე მივიდა, იმის ნაცვლად გიხაროდეთ, ბოღმა რომ გახრჩობთ! ფაჩულიაზე როგორ შეიძლბა ქართველს აუგი დასცდეს?!
შობას გილოცავთ
07 იანვარი 2019 15:52
0
ეგ რომ იცოდნენ,ასე არ ილაპარაკებდნენ.
სოსო
07 იანვარი 2019 21:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული