Euroleague.net: ვინმეს შეუძლია ამომავალი ვარსკვლავის, გოგა ბითაძის შეჩერება?

AutoSharing Option
ევროლიგის ვებგვერდმა გასული კვირა მიმოიხილა და ბოლო ორი ტურის განსაკუთრებული მონაკვეთები გამოარჩია.

ერთ-ერთი მონაკვეთი "ბუდოჩნოსტის" ქართველ ცენტრს, გოგა ბითაძეს ეძღვნება.

"ვინმეს შეუძლია ამომავალი ვარსკვლავის, გოგა ბითაძის შეჩერება?" - ასეთ ასათაურებს ევროლიგის ვებგვერდი იმ მონაკვეთს, სადაც 19 წლის ქართველზეა საუბარი.

"დიდი ხანია, ისეთი კარგი სტარტი, როგორიც ეს გოგა ბითაძეს ჰქონდა, ევროლიგაში არავის ჰქონია. "ბუდოჩნოსტის" დიდმა კაცმა სადებიუტო მატჩში "ბაიერნის" წინააღმდეგ 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 ბლოკი დააგროვა, "მილანთან" კი ეს შედეგიც გააუმჯობესა
და თავი 23 ქულას, 8 მოხსნას, 2 პასს და 3 ბლოკს მოუყარა.

ბითაძის შედეგები უფრო შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და კიდევ ბევრი დრო აქვს იმისთვის, რომ "ბუდოჩნოსტს" გაუშინაურდეს, სადაც სეზონის ბოლომდე იჯარის წესით სერბული "მეგა ბიმაქსიდან" თამაშობს.

დარწმუნებულები იყავით, რომ მთელი ევროპის მასშტაბით, სხვადასხვა კლუბის სკაუტები ემზადებიან საქართველოს ნაკრების 2.12-მეტრიანი კალათბურთელის თამაშის სანახავად და მათ ამის შანსი "მაკაბისთან" სტუმრად და "ისტანბულთან" სახლში გასამართ შეხვედრებში ექნებათ." - ვკითხულობთ ევროლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე.

altბითაძის დანქი ადრიატიკის ლიგის მე-14 ტურის ტოპ-5 მომენტში [VIDEO]

altგოგა ბითაძე მილანურ მატჩშიც საუკეთესო იყო

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბითაძეს არც ტალანტი აკლია და არც მონაცემები მაგრამ აქაც ვჩქარობთ წარმატებები გოგა
ვახო
14:37 08-01-2019
2
დაამტვრევენ ახლა ამასაც ხო ვიცი
თემო
15:06 08-01-2019
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული