ბითაძემ პერსონალურების მიღებას მოუხშირა - ევროლიგაზე 8 ქულა და 8 დაფარება მიითვალა

AutoSharing Option
9 იანვარს, ევროლიგის მე-17 ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" თელ-ავივში "მაკაბისთან" 76:81 დამარცხდა.

"ბუდუჩნოსტი" მესამე მეოთხედის შემდეგ 1 ქულით იყო წინ, მაგრამ დასკვნითი პერიოდი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს და გაიმარჯვეს.

ბითაძემ 23:25 წუთში 8 ქულა (5-დან 4 ორქულიანი, 2-დან 0 საჯარიმო), 8 მოხსნა, 2 გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 15 იყო.

გოგამ მოედანი 5 პერსონალური შენიშვნის გამო მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე დატოვა, თორემ შეიძლებოდა მისი გუნდი არც დამარცხებულიყო. საერთოდ, რაც ახალ გუნდში გადავიდა, ხშირად იღებს ფოლებს და
ეს კომპონენტი გამოსასწორებელი აქვს.

"ბუდუჩნოსტი" 3 მოგებით ისევ ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და 11 იანვარს "დარუშაფაკას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რვა დაფარება ნამეტანია ;)
ლევან
09:01 10-01-2019
1
ეს ჯარიმები ცუდია რაც არ უნდა იყოს....ასე მერამდენე თამაშს ვუყურე სიამოვნებით და უცებ 5ჯარიმა და თითქმის ათი წუთი სათამაშოა კიდევ....დანარჩენი მშვენიერია..ნაკლები ჯარიმა
Rezo23
04:49 10-01-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული