გოგა ბითაძის პირველი გამარჯვება ევროლიგაზე - 18 იანვარს მას "რეალთან" მძიმე გამოცდა ელის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-18 ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" საკუთარ მოედანზე სტამბულის "დარუშაფაკა" 75:74 დაამარცხა.

ტურნირის აუტსაიდერთა მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, 4 096 მაყურებელი დაესწრო, ბოლო წუთამდე თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

ბითაძემ 26:31 წუთში 11 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 4 დაფარება მიითვალა,  და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17 იყო.

მის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდნენ, თვითონ 3 პერსონალური მიიღო და ერთხელ დაკარგა ბურთი.

გოგა თავის გუნდში შედეგიანობით მხოლოდ ედვინ ჯეკსონს ჩამორჩა, რომელმაც 18
ქულა ჩააგდო.

ეს გოგას პირველი გამარჯვება გახლდათ ევროლიგაზე.

"ბუდუჩნოსტმა" ამ გამარჯვებით უკანასკნელ ადგილს თავი დააღწია, 4 მოგებით მე-15 ადგილზეა და 18 იანვარს "რეალს" უმასპინძლებს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული