კალათბურთი

ლეგიონერები

ზაზა ფაჩულია დაბრუნდა და "დეტროიტს" გამარჯვებაში დაეხმარა [VIDEO]

AutoSharing Option
17 იანვარს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიამ NBA-ში წლის პირველი მატჩი გამართა.

მისი "დეტროიტი" შინ "ორლანდოს" დაუპირისპირდა და ოვერტაიმში ანგარიშით 120:115 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ფაჩულიამ 8 მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. აღსანიშნავია, რომ ზაზას გარეშე ჩტარებულ ამ 8 შეხვედრაში "დეტროიტმა" მხოლოდ ორი მოიგო.

ქართველმა ცენტრმა თამაში, ტრადიციულად, სათადარიგო სკამიდან დაიწყო და საერთო ჯამში, პარკეტზე 14:43 წუთი დაჰყო, თუმცა ყოველი შესვლა პარკეტზე უფრო შედეგიანი და სასარგებლო იყო, ვიდრე სხვა კალათბურთელების მოქმედება.

ზაზას პლუს-მინუსების გრაფაში 16 ეწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პარკეტზე ყოფნისას
"დეტროიტმა" ყველაზე მეტი სარგებელი მიიღო, სხვა კალათბურთელებთან შედარებით.

რაც შეეხება ქართველის მონაგარს, მან 6 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 3-ქულიანიც ისროლა, მაგრამ ამჯერადაც ააცილა.

ზაზა ფაჩულიას 6 ქულა და მომენტები ორლანდოსთან მატჩში

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 30 ქულა ბლეიკ გრიფინმა ჩააგდო. ანდრე დრამონდმა 14 ქულას 22 მოხსნა მიამატა.

"ორლანდოს" ბომბარდირი 24 ქულით ნიკოლა ვუჩევიჩი გახდა.

დეტროიტი - ორლანდო 120:115

"დეტროიტს" 19 მოგება, 24 წაგება აქვს და საპლეიოფო ზონის მიღმა, მე-9 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 19 იანვარს "მაიამი ჰიტთან" გამართავს.
ასევე დაგაინტერესებთ